ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი მკაცრად იცავს თვითიზოლაციის წესებს და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„დღეისათვის 12 ადამიანი გვყავს თვითიზოლაციის რეჟიმში. აქედან ერთი, 40 წლამდე მამაკაცი ესპანეთიდან ჩამოვიდა, დანარჩენები 18-დან 42 წლამდე მამაკცები კი გერმანიიდან. თითოეული მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. გუშინვე მოხდა ყველა საიზოლაციო სივრცის შეფასება, აკმაყოფილებს რეკომენდაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თვითონაც ძალიან გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს, მკაცრად იცავენ თვითიზოლაციის წესებს და სათანადო პირობებში იმყოფებიან. ჯერ-ჯერობით კლინიკურად არანაირი გამოვლინება არა აქვთ“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯნდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე გრიგოლი კორონავირუსთან დაკავშირებით საპატრიარქოსგან კვალიფიციური პასუხების მიღებას ითხოვს
შემდეგი სტატიანიკა მელია ამირან გამყრელიძეს, თენგიზ ცერცვაძეს, პაატა იმნაძეს და ქალბატონ მარინა ეზუგბაიას მადლობას უხდის