ფოთში თევზის გაუსაძლის სუნს აპროტესტებენ

ფოთში, მერიის შენობის წინ ახალგაზრდები საპროტესტო აქციას მართავენ და ქალაქში თევზის გაუსაძლის სუნს აპროტესტებენ. ისინი მერიის შენობის წინ დგანან პლაკატებით – “ნუ გვწამლავთ” – და მერთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ამაოდ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, თევზის ბიზნესი ეკუთვნის “ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატს, ირაკლი ხახუბიას. ასეთივე ბიზნესი აქვს ქალაქის მერს, გოჩა კურდღელიას. დემონსტრანტების ინფორმაციით, თევზის ბიზნესმენები “ოცნების” შემწირველები არიან და მათ ხელისუფლება არც აჯარიმებს, არც ავალდებულეს შეიძინონ გამწოვი აპარატი, რომელიც ჰაერს ფილტრავს.

მოსახლეობის განმარტებით, ზაფხულსა და თბილ ამინდებში თევზის გაუსაძლისი სუნი დგას; ამასთან, არ არის ჰიგიენა დაცული თევზის გადამამუშავებელ ქარხნებში.

ცნობისთვის, ქარხანა ქალაქის ცენტრშია განთავსებული და წლებია მოსახლეობას ეს პრობლემა აწუხებს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: „ბუნებითი მოკავშირე ევროპა დადგება ქართველი ხალხის და არა პუტინისტ ოლიგარქ ივანიშვილის გვერდით
შემდეგი სტატიადობერაზენში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა