ფოთში თევზის გადამამუშავებელი საწარმოების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ფოთში ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ქალაქში არსებულმა თევზის გადამამუშავებელმა საწარმოებმა დაწესებული რეგულაციები დაიცვან და საწამოებისათვის ფილტრები შეიძინონ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ზამთრის პერიოდში, როცა საწარმოები მუშაობენ სუნი აწუხებთ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საპროტესტო გამოსვლები უფრო მასშტაბური და პერმანენტული იქნება, თუ მათ ყურადღებას არ მიაქცევენ და მათი მოთხოვნები გათვალისწინებული არ იქნება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ჯარიმა, რომელიც კანონდარღვევისთვის არის დაწესებული, მცირეა და მის გაზრდას ითხოვენ. აქციაზე ამ დროისთვის 100-მდე ადამიანი იმყოფება, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ მხარდამჭერები შემოუერთდებათ.

banner
წინა სტატიაში“ქუთაისში ლიფტისა და ცემენტის ქარხნები გაიხსნება”
შემდეგი სტატია31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს მარხვა თევზით ხსნილი იქნება