ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად ხდება მიყენებული ზარალის დათვლა. პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური.

გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა დროის მოკლე მონაკვეთში რიგი ქუჩების დატბორვა გამოიწვია. წვიმის წყალი ჩაუვიდა მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ქალაქის რვავე სატუმბი სადგური. სისტემატურად იწმინდება სანიაღვრე არხები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ზარალი.

ქალაქში მუშაობს სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლის. ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ადგილზე დაათვალიერა დაზიანებული უბნები, იგი დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა.

,,ქალაქში უკვე დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახურთან ერთად , შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან და პირველი სართულიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოსახლეობის ზარალს აღწერს.ყველა სატუმბი სადგური მუშაობს გამართულად,“– განაცხადა ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კახა მაშავამ.

 

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ბოლო ოთხ კვირაში შემოტანილი შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი წყარო სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა