ფოთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, ფოთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

27 სექტემბერი – ბოლო ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მტკივნეული თარიღია. ბრძოლაში დაღუპულმა გმირებმა თავი შესწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და უდიდესი გმირობის მაგალითი აჩვენეს.

სოხუმის დაცემის ოცდამეცხრე წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და საზოგადოების წევრებთან ერთად, დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში, ფოთის და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

banner
წინა სტატიაშირუსული მედიის ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მყოფ გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს უწყებებს ურიგებენ
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვმა და ინალ არძინბამ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს