ფოთში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაცია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა

ფოთის მუნიციპალიტეტში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პროექტი ფონდი “ქართუ-მ” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განახორციელა.

სამხატვრო სასწავლებლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და წლების განმავლობაში იყო ავარიულ მდგომარეობაში.

სამხატვრო სასწავლებელი იმ შენობათა შორისაა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის ფრიკის მიერ არის დაპროექტებული.

შენობა სრულად იქნა აღდგენილი და დაუბრუნდა პირვანდელი სახე, აღდგენილი იქნა არქიტექტურული დეტალები, რომელიც მას უნიკალურობას სძენს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა
შემდეგი სტატიახათუნა ბურკაძე – აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტით საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ახალი ეტაპი იწყება