ფოთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ფოთში, ათონელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. პირველი სართული სრულად დაიწვა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო სამაშველო ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის განახლებულ შემადგენლობას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა – საქმეზე სასამართლო განხილვები იწყება