24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ფოთში, საბაჟო გამშვებ პუნქტის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ყახაზეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, სამართალდამცველებმა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე –  1982 წელს დაბადებული ი.ჩ. ფოთში, საბაჟო გამშვებ პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულის  სამგზავრო ჩანთის შემოწმებისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა – სიონის ტაძარში წირვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაიმერეთის პოლიციამ უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები დააკავა