ფოთში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს
დაბადებული დ.წ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 26 შეკვრად
დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და 5 შეკვრა „კოკაინი“
ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და
მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისტივ ჩაბოტი: ორივე ქვეყანა მადლიერია საქართველოს როლით ავღანეთში და ჩვენ მადლიერები ვართ ამისათვის
შემდეგი სტატიავაშლიჯვარში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს