9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ფოთში მუქარის ბრალდებით 20 წლამდე ახალგაზრდა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მუქარის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული თ.ხ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 7 იანვარს, ი.გ.-ს სოციალურ ქსელში ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.ხ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“გრენლანდია ჩვენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკიდურესად გვჭირდება” – ტრამპი ნატო-სთან დიალოგს აწარმოებს
შემდეგი სტატიაწითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს