ფოთში მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში , კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის ფილიალის წარმომადგენლებმა ფოთის მუნიციპალიტეტში შექმნილ მოხალისეთა ჯგუფებს ტრენინგი ჩაუტარეს.
ტრენინგზე მოხალისეებს სათანადო კონსულტაციები გაეწიათ.
მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფები დაკომპლექტდა მერიისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც რისკ ჯგუფში მყოფ ბენეციარებს ეხმარებიან.
ფოთში მოხალისეები უზრუნველყოფენ:
ბენეფიციარებისთვის უფასო სასადილოდან საკვები პროდუქტების შინმიტანას;
ბანკებში, კვების ობიექტებსა და სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების მოწესრიგებას;
თვითიზოლაციის წესებისა და მთავრობის რეგულაციების დაცვას;
აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა მიტანის სერვისის მიმწოდებელი ობიექტების მიმართ დაწესებული ვალდებულებები განმარტა
შემდეგი სტატიაქალაქ მარნეულსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში სურსათის დარიგება დაიწყო