ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, თვითიმხილველმა განაცხადა, რომ დაინახა, როგორ გაუჩინარდა კაცი მდინარეში, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 3 მყვინთავი, 1 ნავი, 2 სკუტერი, 2 კატერი, აქედან ერთი აღჭურვილი წყალზე საძიებო სკანერი “ექოლოტით” და სამაშველო ჯგუფი დრონით.

banner
წინა სტატიაშითბილისი-სტამბოლის მიმართულებით 20, 23 და 27 სექტემბერს ჩარტერული ფრენები განხორციელდება
შემდეგი სტატია“წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლას ვიწყებთ”