ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები ორი დღეა მიმდინარეობს

region
ავტ.: region იანვარი 31, 2019 19:15

ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები ორი დღეა მიმდინარეობს

ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები ორი დღეა მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე შექმნილია სპეციალური შტაბი, სადაც ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულ და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.

პროცესში ჩართულია 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავების დამატებითი ძალები. გარდა ამისა, წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა. დაწეულია მდინარეში წყლის დონე და წყლის ქვეშ დამონტაჟებულია სპეციალური ბადეები.

უწყების ცნობით, საძიებო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება და არ შეწყდება, სანამ მოზარდს არ იპოვიან.

region
ავტ.: region იანვარი 31, 2019 19:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics