ფოთში მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

ფოთში მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები იწყება.
პროექტი ტერიტორიის კეთილმოწყობასთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარებასაც ითვალისწინებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია როგორ სპორტული თევზჭერის, ისე ტურისტული განვითარების კუთხით.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს პირსის, საჩრდილობლების, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრების მოწყობას.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ შეასრულებს. მისი ღირებულება 66 801 ლარია.
თანხა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საგრანტო კონკურსში გამარჯვებით იქნა მოპოვებული.

banner
წინა სტატიაშიბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად საქართველოს ბანკი ახალ შეთავაზებაზე აცხადებს
შემდეგი სტატიაბოკერია: ჩვენ შევკრავთ ევროპულ კოალიციას, რომელიც გამორიცხავს ვინმეს თავში ავარდნას