ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები დაიწყო.
პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობას; საინჟინრო (ჰიდროტექნიკური) ნაგებობის აღდგენა-რეაბილიტაციას; ტერიტორიის გამწვანება-კეთილმოწყობას; მისასვლელი გზების და სანიაღვრე არხების მოწყობას; ღობეების რეაბილიტაციას.

კუნძულის სანაპირო ზოლზე მოეწყობა დაღუპულ მეზღვაურთა მონუმენტი.

სამუშაოების ღირებულება 2 560 000 ლარს შეადგენს.

კუნძულის სანაპიროს 2 000 მეტრიან ზოლზე მოეწყო შიდა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიგო საფეხმავლო და საავტომობილო გზები, აშენდა სავარჯიშო ზონები-ჩოგბურთის კორტი, მინისაფეხბურთო მოედანი , მოეწყო ვეტერანთა სახლი .

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ინფრასტრუქტურული განახლება და მოწესრიგებული სივრცეები ქალაქს მეტ სიცოცხლეს სძენს .

banner
წინა სტატიაში„ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მეშვეობით, 35 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა
შემდეგი სტატიახორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩვენ ვხედავთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას