ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის და საზღვაო სასწავლებლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღია კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, კერძოდ მოეწყობა: ჩოგბურთის კორტი, მინი-საფეხბურთო მოედნის და მცირე ზომის დასასვენებელი სკვერი. კომპლექსის სამივე მხარეს მოეწყობა ღია ავტოსადგომები.

მიმდინარეობს პენსიონერთა პენსიონერთა სახლის მშენებლობა. ქუჩის გასწვრივ, ბულვარზე ზღვის მხარეს მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ჯებირს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია. პროექტის ღირებულება 1 950 375 ლარს შეადგენს.

სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან და ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო.

კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე განხორციელდა, რომლის ფარგლებში სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2 კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტება ,შიდა კომუნიკაციების მოწყობა და განათების სისტემის მონტაჟი განხორციელდა.

ალექსანდრე მოწერელია დღესვე ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო. საწყის ეტაპზე ის იქნება მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელი, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს უპასუხებს და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი პროფესია შეიძინონ.

ახალი სასწავლებელი გათვლილი იქნება 1000 სტუდენტზე და დასაქმდება 250-მდე პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციული პერსონალი.

1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. აქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა. პროექტის ღირებულება 5 876 164.00 ლარს შეადგენს. სამუშაოების შესრულების ვადა 9 თვეს შეადგენს.

სახელმწიფო რწმუნებულმა დღესვე ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ალექსანდრე მოწერელია თეატრის, საცურაო აუზის, ცენტრალური სტადიონისა და საფეხბურთო ბაზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიროგორც პრემიერი ამბობს, ჯიგრულ პონტშიც კი ვერ გეუბნებიან, რომ გიორგი ნუ გეშინია
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია სპორტული კომპლექსისი და სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობას გაეცნო