ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (ყოფილი უშიშროების შენობის) და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მხატვართა სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო,რომლის პროცესს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან,კონსტანტინე თოფურიასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან,დავით ვერავასთან ერთად გაეცნო.
პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთნ ერთად ახორციელებს.
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს, პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას უშუალო ჩართულობით გადაეცა. შენობა მანამდე კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა მისმა მფლობელმა ვერ უზრუნველყო მისი მოვლა პატრონობა, რის გამოც შენობა წლების განმავლობაში ნადგურდებოდა.
უშიშროების ყოფილ შენობაში მხატვართა სახლი განთვსდება.
მოდერნის სტილში, გასული საუკუნის დასაწყისში შენობა გერმანელმა არქიტექტორმა ედმონდ ფრიკმა ააშენა. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით გამოირჩევა.

banner
წინა სტატიაში“დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საქაერთველოს მზე ამოდის ატლანტიკიდან”
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა