ფოთში “კოვიდ-19”-ზე 417 პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ფოთში კორონავირუსზე 417 პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში კვლევისთვის უკვე გაიგზავნა.

„პისიარ” კვლევის შედეგები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

„417 ნიმუშიდან უმრავლესობა ინფიცირებულების კონტაქტებია. კონტაქტების მოძიება და ეპიდკვლევა კვლავაც გრძელდება. კორონავირუსის შემთხვევების მიუხედავად, ფოთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

banner
წინა სტატიაშიკომპანია “ბროლის” ტერიტორია რამდენიმე საათის განმავლობაში ბლოკირებული იყო – სპეცოპერაცია თბილისში
შემდეგი სტატიასაჩხერის მე-2 საჯარო სკოლა მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა