ფოთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის, ნინო ლეფსაიას განცხადებით, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა.

„ინფიცირებულთა წყარო ბათუმს უკავშირდება. ფოთში თვითიზოლაციაში იმყოფება 45 ადამიანი. ველოდებით მონაცემების ცვალებადობას. ამ დროისთვის მდგომარეობა კონტროლირებადი და სტაბილურია. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები“, – განაცხადა ნინო ლეფსაიამ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი მკურნალობს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი 4B-ის წევრ მცირე და საშუალო ბიზნესებებს ახალ პროექტს სთავაზობს