ფოთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ექიმია, რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა.

მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში არიან და მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

,,ეს არის პირველი შემთხვევა ფოთში. დაუდასტურდა ექიმს , არის ქობულეთის კლასტერიდან. პირველ რიგში ვიკვლვეთ ოჯახის წევრებს, შემდეგ გავაგრძელებთ კვლევებს. ის გუშნდელიდან იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, მოგვმართა საზოგადოებრივ ჯანდაცვას , რის შემდეგაც ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ აგვეღო ბიოლოგიური მასალა და გაგვეგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ ექიმის ოჯახის წევრები არიან თვითიზოლაციაში. მათი ბიოლოგიური მასალაც გაგზავნილია ლუგრში და პასუხები ხვალ იქნება ცნობილი,“- განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.

banner
წინა სტატიაშიქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა-გიორგი გახარია
შემდეგი სტატიაანაკლიის საკარანტინო ზონა დატოვეს პირებმა, რომლებიც „სპორტსმენის კლასტერს“ წარმოადგენენ