ფოთში კოღოების შეწამვლის სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში კოღოების შეწამვლის სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სადარბაზოები, კერძო სახლები, ცხოველთა და ფრინველთა სადგომები მუშავდება უსაფრთხო ინსექტიციდით-სოლფაკით.

„ეპიდზედამხედველობის“ სახელმწიფო პროგრამის: „მალარიისა და სხვა ტრანსმისიური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესების“ ფარგლებში დაფრთიანებული მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესის საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება ორ ეტაპად.

მიმდინარეობს ყველა ანოფელოგენური ღია წყალსატევების აღრიცხვა-პასპორტიზაცია, მათში კოღოს ნაჩეკების გამოვლენა.
ჯანდაცის ეროვნული ცენტრი მეხუთე წელია ატარებს ტრანსმისიური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ,რის შედეგად კოღოების პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა.

banner
წინა სტატიაში“მმართველი გუნდი დაინტერესდება, რატომ ლაპარაკობს ეს ადამიანი იმას, რაც არავის დაუვალებია”-მამუკა მდინარაძე
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი საპროტესტო აქციებს გეგმავს