ფოთში ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 წლის ბავშვი დაშავდა

წუხელ ფოთში, ნაბადის უბანში, ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობას ცეცხლი გაუჩნდა და ერთი საცხოვრებელი ბინა დაიწვა. შემთხვევის შედეგად 10 წლის მოზარდი დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კორპუსში, სადაც ხანძარი გაჩნდა, სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. მთლინად დამწვარია მხოლოდ ერთი ბინა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი გაიარეს
შემდეგი სტატიაუცხოური მედია მოლდოვაში დაგეგმილ კონფერენციაზე წერს, რომელშიც ირაკლი კობახიძე მონაწილეობს