ფოთში ხანძარს ხანდაზმული მამაკაცი ემსხვერპლა

ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე ხანძარს ხანდაზმული მამაკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიწვა ორსართულიანი სახლი, განადგურდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. მაშველებმა მოხუცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო მანქანა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 188-ე მულით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება) მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა საზეიმოდ განათდა
შემდეგი სტატიაგოგი თათუხაშვილი: პრორუსულმა ძალებმა ვანო ნადირაძე ტოტალური ნადირობა გამოაცხადეს