ფოთში ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. საქონლის ხორცის დამუშავება და რეალიზაცია კერძო სახლში მოხდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართეს.ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, სამივე პაციენტმა დროულად მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.

,,დროულად განხორციელდა მათი დახმარება, მყისიერად მოხდა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაც. ინფიცირებულებიდან ერთი ბინაზე, ორი კი სტაციონარში აგრძელებს მკურნალობას და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.”- განაცხადა ეპიდემიოლოგმა, ზიზი გაგუამ.

banner
წინა სტატიაშიყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რაც საქართველოს შეეძლო – შოთაძე მუხთარლის საქმეზე
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე : ჩვენ მივესალმებით ფინანსურ დახმარებას, რომელსაც აშშ საქართველოსთვის გამოყოფს