ფოთში „ჯეოსელის” ოფისის გაქურდვის ფაქტზე პოლიციამ დღეს დილით ორი არასრულწლოვანი დააკავა

ფოთში „ჯეოსელის” ოფისის გაქურდვის ფაქტზე პოლიციამ დღეს დილით ორი არასრულწლოვანი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე „ჯეოსელის” ოფისში არასრულწლოვნებმა ფარულად შეაღწიეს, საიდანაც მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ორივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : დღეს „სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია, გელოდებით, 28 დეკემბერს ერთად დავხვდეთ
შემდეგი სტატიატაილანდმა სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის ლეგალიზაცია მოახდინა