ფოთში გიგი უგულავასა და ლევან თარხნიშვილს მოქალაქეთა ჯგუფი დაუპირისპირდა

ფოთში, „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, მათ შორის, გიგი უგულავასა და ლევან თარხნიშვილს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წევრებიც. ოპოზციის წარმომადგენლები ფოთის ბაზარში ბროშურებს არიგებდნენ, რა დროსაც მათსა და მმართველი პარტიის, ასევე მოქალაქეთა ნაწილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„სრულიად სახე დაკარგეს და ამას განსაკუთრებით ნათლად ვხედავთ უკანასკნელი დღეებია. ფაქტი არის ერთი, მოსახლეობა მიხვდა, სად მიექაჩება ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი. საცოდავად გამოიყურებიან, მოდიან და ყიყინებენ რაღაცებს“, – განაცხადა უგულავამ.

ამასთან, როგორც ფოთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრმა, ბაქარ ერაგიამ განაცხადა, გიგი უგულავას არ აქვს უფლება ევროპული კამპანიის სახელით ილაპარაკოს.

„იმ დროს, როცა ევროპული კამპანიის სახელით უგულავა ჩამოდის ჩვენს ქალაქში, რომლის გუბერნატორობის დროსაც დაიწყო ფოთის პორტის გაყიდვა, მას არ აქვს ამის უფლება. ევროპული კამპანია არ ნიშნავს იმას, რომ რუსული ფულით აკეთო მოღალატეობრივი საქმე. ხალხმა მათ გასცა საკადრისი პასუხი“, – ბაქარ ერაგიამ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისკენ გზის გავლას წლები ან ათწლეულები არ უნდა დასჭირდეს
შემდეგი სტატიაიონათამიშვილი – ერთ მხარესაა – პროვოკატორი, მატყუარა, უთავმოყვარეო წერეთელი და მეორე მხარეს – წესიერი, ერუდირებული, ღირსეული კაცი ოხანაშვილი ევროპული განათლებით