ფოთში გიგი უგულავას ბანერი დააზიანეს

ფოთში, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო ბანერი დააზიანეს.

ფაქტის ამსახველ ფოტოს Facebook-ზე თავად უგულავა აქვეყნებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“როგორი ადვილად პროგნოზირებადი და პრიმიტიულია ქოცური ტვინი. ცოტა ხნით ადრე ნაბადას მაჟორიტარის ლაშა რუხაიას ბანერი დააზიანეს. გუშინ ღამით ჩემი ჩამოხიეს. სულაც არაა გასაკვირი. აბა, “ოცნების” კაგებეშნიკ-“დანოსშიკებმა” მეტი რა უნდა ქნან.

“ოცნების” კანდიდატ ბატონ ვაჭარაძეს, რომლის სახე-ბანერი ყველა კუთხიდან უთვალთვალებს ფოთელებს, ვთავაზობ გავიაროთ ფოთის ცენტრში, ან სულაც მისი ბანერის ქვეშ დავდგეთ და ვნახოთ ვის იცნობს ხალხი და ვის გამოესაუბრებიან. თქვე ბრიყვებო! რად მინდა მე ბანერი. ერთი სალამურიდან გამოთლილი კმაყოფილი სახეები რომ გამოგიჭენებიათ მთელს ქვეყანაში, გგონიათ ამით ხალხი თქვენს შინაარსისგან დაცლილ სახეებს დაიმახსოვრებს. ყველა ერთად რომ გადაგზილოთ ადამიანმა ერთი კაცი არ გამოვა თქვენგან, რადგან თქვენი “სახელი ლეგიონია”.

ოფისის წინ სათვალთვალო კამერაა. აბა ვნახოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორ ივაჟკაცებთ”, – წერს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშივაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დღეიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა