ფოთში განახლებული საცხენოსნო სკოლა და იპოდრომი გაიხსნა.
შესაბამისი ინვენტარით მოეწყო ცხენების სადგომი და გასახდელები, განახლდა სკოლის ინფრასტრუქტურა.
სკოლისთვის შეძენილია ახალი ცხენები, რომლებზეც ივარჯიშებენ მოსწავლეები 10 წლიდან. ასევე, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გაისეირნონ პონით.
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს გაწვრთნიან პროფესიონალი მწვრთნელები.
ფოთის იპოდრომი ემზადება სხვადასხვა შეჯიბრებების ჩასატარებლად, მათ შორის, ისეთ სახეობებში, როგორიცაა კონკური, დოღი და ა.შ.
,, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფოთელ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი არჩევანი სპორტულ სახეობებში, შესაბამისად კვლავ გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას” -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ავჭარაძემ.