„ფოთში დაკავებული პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა“ – ნათია მეზვრიშვილი

გუშინ ფოთში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც მძარცველმა პოლიციელს ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა და პოლიციელმა გასროლა მოახდინა, რის დროსაც თავდამსხმელი სასიკვდილოდ დაიჭრა, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება.

მეზვრიშვილის თქმით, სმაართალდამცავი სამსახურეობრივ მოვალობას ასრულებდა:

„რასაც ქვია განზრახ მკვლელობა, ცალსახად გამორიცხულია. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ ერთი რამ ყურადღება მისაქცევია, რომ პოლიციელი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. გარდაცვლილს სამართალდამცველმა დანაშაულის ჩადენის პროცესში წაასწრო. პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ის ადამიანი ამ ტიპის დანაშაულს ჩადიოდა. როდესაც პოლიციელი შეეცადა დანაშაულის აღკვეთას, ის გახდა თავდასხმის მსხვერპლი. კერძოდ, მან პოლიციელს ბლაგვი საგანი ჩაარტყა, შემდეგ მოხდა გასროლა და დადგა ეს ფატალური შედეგი. პირველადი მონაცემით, როგორც ვიცი, კამერების ჩანაწერი არ იყო, თუმცა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სამართალდამცველი დაკავებულია და იმდენად მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ დღემდე საავადმყოფოში რჩება. კვალიფიკაციას რაც შეეხება, დაკავებიდან ბრალის წარდგენამდე 48-საათიანი ვადა არსებობს, მოხდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და შესაძლებელია კვალიფიკაციაც შეიცვალოს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისატრანსპორტო ნაკადების მართვა ჭკვიანი შუქნიშნების საშუალებით განხორციელდება
შემდეგი სტატიათბილისის მერიამ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა წარადგინა