ფოთში დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი ზღვამ გამორიყა

ფოთში, სამი დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მალთაყვის სანაპიროსთან, ზღვამ გამორიყა.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცი მეგობრებთან ერთად, პიკნიკზე იმყოფებოდა, ზღვაში შევიდა და დინებამ გაიტაცა. სამაშველო სამსახური მეგობრებმა გამოიძახეს.

სამძებრო სამუშაოები 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცხედარს ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენებენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა
შემდეგი სტატიახუციშვილი: stopcov ფონდში მობილიზებული თანხა განიკარგა ბავშვების დასახმარებლად