ფოთში, ხობის გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ლუკოილის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
აღნიშნული ბენზინგასამართი სადგური 4 თებერვალს დააყაჩაღეს