ფოთში ავტომანქანა ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა – დაშავებულია 2 ადამიანი

ფოთში, ნაბადას უბანში გვიან ღამით, მსუბუქი ავტომანქანა ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, წაქცეული ბოძი კი ქვეითად მოსიარულეს დაეცა.

მომხდარის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„გუშინდელი დღე თემირლანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შეხსენება ყოველი ქისტისთვის“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი პორტუგალიაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა ​