ფოთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში, აღმაშენებლის ხიდზე ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოპედი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა პირი, რომელიც მოპედს მართავდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკში, კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანა.

„დაშავებულს მძიმე დაზიანებები არ აღენიშება, იტკიებს მარცხენა მხარს. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებში აქვს. დაჯახება რადგან მოხდა, ამიტომ არის პაციენტზე ყურადღება მისაქცევი და დასაკვირვებელი. გადაგვყავს კლინიკა „არქიმედეში“, სადაც საჭირო კვლევა ჩაუტარდება,“- განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა, ლუარა ჯახიამ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ თორია: არსებული შეზღუდვების მკაცრი დაცვა ვირუსის გავრცელების შენელებისათვის უმნიშვნელოვანესია
შემდეგი სტატიააჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებული პირი 500 – ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს