ფოთში აფეთქებისას დაშავებულ 16 წლის ახალგაზრდას ნეიოროქირურგიული ​ოპერაცია ჩაუტარდება

ფოთში აფეთქების დროს დაშავებული 16 წლის ახალგაზრდა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც პაციენტის მკურნალი ექიმი, ეკატერინე ნიშნიანიძე განმარტავს, მოზარდი საავადმყოფოში ქალატვინის დაზიანებებით შეიყვანეს და იგეგმება ნეიოროქირურგიული ჩარევა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ფოთში, ნაბადის უბანში აფეთქება განთენიისას მოხდა. სავარაუდოდ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი ზუგდიდში, ხოლო ერთი ქუთაისში გადაიყვანეს. მესამე დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანილი 29 წლის მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქციაზე გაშლილი სუფრა-პერფორმანსი,როგორ ხვდება ხელისუფლება ოკუპანტებს
შემდეგი სტატიასმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს