ფოთში ახლგაზრდა მამაკაცს მდინარე რიონში ეძებენ

ფოთში ახალგაზრდა 33 წლის მამაკაცს ირაკლი ჯაბუას 3 თებერვლიდან მდინარე რიონში ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციებისა და თბილისიდან ჩამოსული მაშველები.ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.“მდინარე რიონთან ნაპოვნია ახალგაზრდა მამაკაცის საფულე და საბუთები,ტელეფონი.ასევე ნაპოვნია ფორდის ტიპის ავტომანქანა,რომლითაც მას მანქანები ევაკუატორით გადაჰყავდა.იგი ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობდა“,- გვითხრა ოჯახის ახლობელმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – ოპოზიცია იმოქმედებს შეთანხმებულად, მათ შორის მაჟორიტარულ ოლქებში