ფოთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

პედაგოგებს და პატარა აღსაზრდელებს ახალი ბაღის გახსნა ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.

ბაღის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს. პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის მარინე ზარანდიას ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობა და ბაგა-ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება.
ფოთის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი კოვიდ რეგულაციების დაცვით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ იმერეთსა და ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – სააკაშვილი გირგვლიანის საქმის უშუალო მონაწილე არ ყოფილა