ფოთში ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები განახლდა

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები განახლდა. მასში შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ჩაერთნენ.

სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილეები გაეცნენ.

24 წლის გიორგი თავბერიძე სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ მის შესახებ არაფერი სმენიათ. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ბოლოს იგი მეზობლებმა მდინარე რიონის სიახლოვეს ნახეს.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებულს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაპოლიტიკური დაძაბულობა და ხანგრძლივი პროტესტი – 2019 წელი Human Rights Watch-ის ანგარიშში