ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში სამხატვრო გალერეა განთავსდება

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრული რეაბილიტაცია მოხდება და იქ მხატვართა სახლი განთავსდება. ამის შესახებ მხატვრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დღეს ფოთში, იმავე შენობის ეზოში განუცხადა, რომელშიც უახლოეს მომავალში სამხატვრო გალერეა დაიდებს ბინას.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია და საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე დაესწრნენ.

მოდერნის სტილში, გასული საუკუნის დასაწყისში შენობა გერმანელმა არქიტექტორმა ედმონდ ფრიკმა ააშენა. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით გამოირჩევა.

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს გადმოეცა, ის მანამდე კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. შენობის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოებში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო იყო ჩართული.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: საქართველოში უკიდურესად მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ელიტები შეიცვალოს
შემდეგი სტატიაკადიროვი: გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს