ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სრული რეაბილიტაცია უტარდება

ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სრული რეაბილიტაცია უტარდება

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (ყოფილი უშიშროების შენობა) რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები ოქტომბრის თვეში დასრულდება.

პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 972 602 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა.

შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენდა და მისი არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია. განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, ისტორიულ ძეგლს ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ფოთის სამხატვრო სკოლის სრული რეაბილიტაცია განახორციელა

წინა სტატიაშიარ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ოლიგარქი, თუ რა ჯგუფი ოლიგარქების, საუბარი არ არის მხოლოდ ერთ ადამიანზე, საუბარია სისტემაზე – გრეგოროვა
შემდეგი სტატიათურქული მედიის ცნობით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის რუსეთის ტერიტორიის ალტერნატივად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბათუმის პორტი განიხილება