ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქს გადმოეცა

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს N 1/1-452 ბრძანების საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საკუთრებაში გადმოეცა.
უახლოეს მომავალში განხორციელდება შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურები. პირველ ეტაპზე მოხდება პროექტირება, რის შემდეგაც ფონდი ,,ქართუ“ -ს ფინანსური მხარდაჭერით, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეაბილიტაციის შემდეგ, შენობაში ფოთის სამხატვრო გალერეა განთავსდება.
ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოდერნის სტილში, წითელი აგურითა და კირქვით ნაშენი შენობა გასული საუკუნის დასაწყისში, 1901-1910 წლებში გერმანელ არქიტეტქტორ, ედმონდ ფრიკის ავტორობით აშენდა. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით ხასიათდება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ლუგარის ლაბორატორია არის კლასიკური მაგალითი რუსული პროპაგანდის და ქოცების ტყუილების
შემდეგი სტატიასტამბოლის პოლიციამ ე.წ. რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა