ფოთში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ, მერის მოადგილეებმა მამუკა პაპასკირმა და პაატა ლაგვილავამ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი.
„დღეს შევიკრიბეთ, რათა 30 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, მოვიგონოთ დაღუპული გმირები. დღეს, ყველანი ერთად, მათ სულებს ვეუბნებით მადლობას,მადლობა თავისუფლებისთვის
რომ არა 1989 წლის აპრილის გამოსვლები და აქციები, იქნებოდა კი დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების იმ საფეხურზე რასაც ამ სამი ათეული წლის მანძილზე მივაღწიეთ, იქნებოდა კი საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის წევრი და ევრო-ატლანტიკური სივრცის ქვეყნების პარტნიორი. ახლაგაზრდების სისხლი, ნიჩბებით აკუწული ჩვენი და-ძმანი, მოწამლული ასობით ადამიანი_ეს არის ფასი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის.
ქედს ვიხრით 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე, ამ ფაქტის მნიშვნელობა კარგად უნდა გაიაზროს და გაითვისოს ახალმა და მომავალმა თაობებმა“-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გოჩა კურდღელიამ.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ამ ისტორიული მოვლენის პატივისცემისა და ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზს საქარველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.
9აპრილის მონაწილის, მომღერალ ლელა ვეფხვაძის კონცერტი გაიმართა სახელოვნებო ცენტრის დარბაზში. ლელა ვეფხვაძის მიერ შესრულებულმა უკვდავმა სიმღერებმა მაყურებლის მძაფრი ემოციები გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშივეტერან პოლიციელებს, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეები დაიცვეს, მადლობის სიგელები და დამოუკიდებლობის მედალიონები გადაეცათ
შემდეგი სტატია“ხომ არ შეიძლება დღეში რამდენჯერმე გააკეთოს პრეზიდენტმა განცხადებები”