ფოთში 70 წლამდე ასაკის მამაკაცმა 40 წლამდე მამაკაცი დაჭრა

ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცმა 40 წლამდე მამაკაცი დაჭრა.

დაშავებულს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. მეზობლების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაშავებული ფოთის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.

ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიშსს რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება
შემდეგი სტატიარატი იონათამიშვილი-ნურავინ გაბედავს, წინ გადამეღობოს