ფოთში 32 წლის მამაკაცს, რომელმაც მეზობელი ნაჯახით აჩეხა, პატიმრობა შეეფარდა

32 წლის კაცს, რომელმაც არსებული ინფორმაციით, მეზობელი მაჩეტეთი აჩეხა, ფოთის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, სოფელ ზედა ეწერში 32 წლის კაცმა 66 წლის მეზობელს სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში მიაყენა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც “პირველებს” ადგილობრივები უყვებიან, მკვლელობას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება.

ირკვევა, რომ 32 წლის კაცი ასევე ფიზიკურად გაუსწორდა გარდაცვლილის მეუღლესაც, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა კაცმა ქუთაისის ფსიქიატრიული დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

banner
წინა სტატიაშიკაია კალასი აშშ-ის მიერ ევროპის მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაგრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა