„ფოთისა და ანაკლიის საზღვაო ზოლის სიახლოვეს რუსული სამხედრო ხომალდი უკანონოდ შემოვიდა”

ოპოზიციამ უნდა გადავიბაროთ ქალაქის ხელმძღვანელობა - ირაკლი ღლონტი

რუსეთიდან მოსალოდნელი ახალი საფრთხის შესახებ „რეფორმატორების“ თავმჯდომარემ საგანგებო განცხადება ტელეკომპანია პირველის ეთერში გააკეთა.
როგორც ირაკლი ღლონტმა ინგა გრიგოლიას დღის ამბებში სტუმრობისას განაცხადა, გალში რუსული სამხედრო ძალების შეყვანა უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზეა გაძლიერებული. მისი ინფორმაციით, გალის სკოლის შენობებში განთავსებულია რუსული სამხედრო ტექნიკა და ქუჩებში გადაადგილდება ასეულობით შეიარაღებული და ნიღბიანი სამხედრო მოსამსახურე. ღლონტის თქმით, ფოთისა და ანაკლიის საზღვაო ზოლის სიახლოვეს უკანონოდ შემოვიდა რუსული სამხედრო ხომალდი. პარტიის თავმჯდომარე ხელისუფლების პირველ პირებს მიმართავს და ქვეყნის საზღვაო სივრცის განსაკუთრებულ კონტროლს მოითხოვს.
,,მინდა ვისარგებლო ეთერით და საგანგებო განცხადება გავავრცელო სავარაუდო ახალ რუსულ საფრთხესთან დაკავშირებით. დაახლოებით ერთი კვირაა, რაც გალის რაიონში გაძლიერდა რუსული სამხედრო ძალების შეყვანა, გალში განათავსეს ასეულობით მძიმე ტექნიკა, ტანკები და სხვა საშუალებები. დღეს გალში, სკოლის შენობებში თავმოყრილია რუსული სამხედრო ტექნიკა და ქუჩაში გადაადგილდება ასეულობით შეიარაღებული და ნიღბიანი სამხედრო მოსამსახურე.
დღეს, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ წინა კვირას, ხუთშაბათს ფოთისა და ანაკლიის საზღვაო ზოლის სიახლოვეს უკანონოდ შემოვიდა რუსული სამხედრო ხომალდი, რომელიც ჩემი ინფორმაციის მიხედვით, ახლაც იმყოფება ჩვენს ე.წ. ,,კონტროლირებად’’ სივრცეში.
მივმართავ პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, გააკეთონ სპეციალური განცხადება და აგვიხსნან რასთან გვაქვს საქმე. კატეგორიულად მოვითხოვ მათგან ჩვენი ქვეყნის საზღვაო სივრცის განსაკუთრებულ კონტროლს და რუსული მხრიდან არსებული მორიგი თავგასულობისა და უკანონობის აღკვეთას” – ნათქვამია ღლონტის საგანგებო განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(video) ნიცას სამგლოვიარო ცერემონიაზე საფრანგეთის პრემიერს სტვენით და ყვირილით შეხვდნენ
შემდეგი სტატიანიცას მძღოლი-მკვლელის ბიძა მის ტუნისში დასაფლავების წინააღმდეგია