ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სპორტული შლემების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

ფოთში ქარხანა გაიხსნა

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სპორტული შლემების მწარმოებელი ქარხანა „ფარგინი“ გაიხსნა. კომპანიამ პანდემიის მიუხედავად შეძლო საწარმოო პროცესის სრულად გამართვა, შესაბამისი მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფა, ადგილობრივი კადრების მოძიება და გადამზადება.

საწარმოში იკერება კარტინგის ჩაფხუთის ქვეშ გამოსაყენებელი შლემები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც ქართული ნაწარმი.

ფაბრიკაში პოლონური ინვესტიციით განხორციელდა 1 მილიონამდე ლარის ინვესტიცია და დასაქმდა 25 ადგილობრივი პირი.

საწარმოს გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე და „ფარგინ“-ის დამფუძნებელი და დირექტორი რაფალ დანიელ ოლტუშიკი დაესწრნენ.

საწარმო მომავალში გეგმავს სხვადასხვა სპორტული აქსესუარების შეკერვას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიწვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სანქციები გამკაცრდა
შემდეგი სტატიაექსპერტების მოსაზრებით, ინდოეთში გარდაცვლილთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებშია