ფოთის სანიჩბოსნო ბაზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდისა და სანიჩბოსნო ბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან ერთად, მდინარე კაპარჭას ტერიტორია და ყოფილი სანიჩბოსნო ბაზა დაათვალიერა.
პროექტი მდინარე კაპარჭის 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარია, იგი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
“ ეს არის პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენის I ეტაპის სამუშაო, რომლის განხორციელების შემდეგ შესაძლებელი გახდება პალიასტომის ტბის წინაშე მდგარი პრობლემების უფრო ეფექტური გადაჭრა. ამ პრობლემის მოგვარებასთან ერთად ფოთში სანიჩბოსნო ბაზის რეაბილიტაცია იგეგმება. რაც სპორტის ამ სახეობის განვითარებას და ტრადიციების აღდგენას შეუწყობს ხელს.-განცხადა ფოთის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ. სანიჩბოსნო ბაზის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯება.

banner
წინა სტატიაშიჰოლანდიაში უცნობმა გაჩერებაზე სროლა ატეხა
შემდეგი სტატიაყველა თავისი გარყვნილების ხარისხით ზომავს და ზარდიაშვილი საკუთარ გამორჩენას ეძებს