ფოთის საკათედრო ტაძარში მრევლი საერთო კოვზიდანაც და ერთჯერადი ჭიქებითაც ეზიარა

ფოთის საკათედრო ტაძარში მრევლი საერთო კოვზიდანაც და ერთჯერადი ჭიქებითაც ეზიარა. მრევლის ნაწილი თვლის,რომ საეთო კოვზიდან დასნებოვნების ალბათობა არ არის,ნაწილი კი თვლის რომ ითვალისწინებს საპატრიარქოს რეკომენდაციებს ერთჯერადი ჭიქების გამოყენებასთან დაკავშირებით. ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევა დადასტურდა.

 

 

https://youtu.be/4Kq0yMBdsDg

 

 

“უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საპატრიარქომაც და ეკლესიებისათვის სადეზინფექციო საშუალებების გაცემა უკვე დაწყებულია.
რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ღვთისმყოფობისა, აქ აღსრულებული ლიტურგია კი ყველაზე მნიშვნელოვანი მსახურებაა დედამიწაზე. წირვა-ლოცვაში რწმენით მონაწილე ადამიანი მიეახლება ცოცხალ ღმერთს, იესო ქრისტეს, რომელიც თავად არის წყარო სიცოცხლისა და მშვიდობისა, იმედისა და სიხარულისა და ამ მადლს არ უნდა განვეშოროთ.
სასულიერო პირებს ვთხოვთ, გამორჩეულად ილოცონ კორონა ვირუსით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს დასნეულებულთა გამოსაჯანმრთელებლად.
წირვის შემდეგ, კი, სასურველია, მოძღვრებმა შეასრულონ ლიტანიობა და ნაკურთხი წყალი ასხურონ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუჩებს”,-ნათქვამია საქრთველოს საპატრიარქო მორწმუნეთადმი მიმართვაში.

 

 

https://youtu.be/xu8kALnKPGQ

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე:სასწავლო პროცესის აღდგენამდე,ორ კვირაში ერთხელ, ბავშვებს სახლში დაურიგდებათ პროდუქტები
შემდეგი სტატიათბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15/03/2020 წლის 10:00 საათიდან 16/03/2020 წლის 10:00 საათამდე შესრულდება შემდეგი რეისები