ფოთის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

ფოთის საჯარო ბაგა-ბაღებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.
„ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები. მერის მეთაურობით შექმნილია საკოორდინაციო საბჭო. შაბათს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი შეჩერდეს სკოლამდელ დაწესებულებებშიც. შესაბამისად, შევაჩერეთ სასწავლო პროცესი და დავიწყეთ სადეზინფექციო სამუშაოები ყველა ბაღში. სადეზინფექციო სამუშაოებს ჩვენ ვაწარმოებთ სპეციალური საშუალებებით, რომელებითაც ვახორციელებთ იატაკების, მაგიდის ზედაპირების და ზოგადად ყველა იმ საგნის დამუშავებას, რომელთანაც შემხებლობა აქვთ ბავშვებს, აგრეთვე ხდება კვების ბლოკისა და ჭურჭლის დამუშავება. შესაბამისად, ყველა ბაღი უზრუნველყოფილია ამ საშუალებებით და ჩვენი პერსონალი ყველა ჰიგიენური წესისა და ნორმის დაცვით უზრუნველყოფს ამ სადეზინფექციო ღონისძიებების გატარებას“, – განაცხადა სკოლამდელი გაერთიანების ხელმძღვანელმა, მარინა ზარანდიამ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტს კვირის ბოლოს ჩაუტარდება განმეორებითი ანალიზი და პასუხების შემდეგ გადაწყდება, დატოვებენ თუ არა ბოქსირებულ განყოფილებას
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: ნიკა გვარამიამ ბევრი ტალახი ისროლა ცუდია, როცა დაუმსახურებლად გიკეთებენ ამას