ფოთის პორტი შეფერხებების გარეშე მუშაობს

ბოლო დღეებში ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მოლოდინის რეჟიმში მყოფი საკონტეინერო გემების უმრავლესობის მიღება შეძლო და 24 საათიან რეჟიმში, შეფერხებების გარეშე განაგრძობს მუშაობას.

ამის შესახებ ნავსადგურის წარმომადგენლებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ეკონომიკის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელებმა ფოთის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერეს და პორტში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ .

მათი ინფორმაციით, 23 დეკემბრის მდგომარეობით, პორტში შესვლას მხოლოდ ერთი საკონტეინერო გემი ელოდებოდა, რომლის მიღებასაც პორტი დამუშავების პროცესში მყოფი სხვა გემებისგან ნავმისადგომის გამოთავისუფლების შემდეგ შეძლებს.

ფოთის ნავსადგურში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები კვლავ უწყვეტად მიმდინარეობს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში პორტში შესასვლელი არხიდან ამოღებული და გადატანილია 12685 კუბ.მ გრუნტი.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი: მეგობრებო, ნუ იქნებით ივანიშვილის თანამოაზრეები და საკუთარი პარტიის ამრევები
შემდეგი სტატიამკვლელობა დედოფლისწყაროში – 55 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს