ფოთის პოლიციის უფროსი ზურაბ ალანია იგივე (ყულაბა) თანამდებობიდან გათავისუფლდა

“ზურაბ ალანიას იგივე (ყულაბა)   დღეიდან აღარ მუშაობს აღნიშნულ თანამდებობაზე. ის გადაყვანილია კადრების განკარგულებაში, სანამ გენერალური ინსპექცია არ დაასრულებს სამსახურეობრივ შემოწმებას და არ დადებს სათანადო დასკვნას-ასე ეხმაურება “თაიმერის” ექსკლუზიურ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ALANIAAAA

 

 

შეგახსენებთ, რომ  ფოთის პოლიციის უფროსს, ზურაბ ალანიას იგივე (ყულაბა) თანამშრომლები სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ეს მისი მისამართით გამოთქმული პირველი ბრალდება არ არის, თუმცა, თავის დროზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა პირმა, პოლიციის უფროსის გავლენების გამო ბრალდების დამტკიცება ვერ შეძლო და სამსახური დატოვა. ანალოგიური ფაქტი ისევ განმეორდა -როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი ფოთის პოლიციაში მომუშავე ერთ-ერთ გამომძიებელს ს.შ-ს იმის გამო, რომ მან უარი უთხრა ზურაბ ალანიას სექსუალურ ურთიერთობებზე, სამსახურში პრობლემები შეექმნა.

“თაიმერის” წყაროს ცნობით, გამომძიებელი დღე-დღეზე დაწინაურებას ელოდება. ფოთის პოლიციის უფროსს სიტუაციით სარგებლობა და სექსუალურ კავშირზე გამომძიებლის იძულება უნდოდა. მას შემდეგ, რაც მან ყოველ მცდელობაზე უარი მიიღო, ალანია გამომძიებელს გადაემტერა.

ს.შ-მ, ამ დღეებში სამსახურიდან დაკარგა ჩანთა, სადაც ფული, სამსახურის საშვი და საქმის წარმოების დოკუმენტები ედო. გამომძიებლის მიერ ჩანთის დაკარგვის შესახებ პოლიციაში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ალანია მას აიძულებდა ეთქვა, თითქოს ჩანთა მან სტადიონზე დაკარგა, რაზეც გამომძიებელმა უარი თქვა. “თაიმერის” წყაროს ცნობით, გამომძიებელი მასალის დაწერის წუთებში დაკითხვაზე იმყოფება, პოლიციაში კი შესულია გენერალური ინსპექცია. პოლიციის უფროსის ოთახში მიმდინარეობს ჩხრეკა.იკითხება სხვა თანამშრომლებიც.

ცნობისათვის, ფოთის პოლიციის უფროსი ზურაბ ალანია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას ბიძაა-სენაკის რაიონი სოფელი ნოსირი. ბოლო ინციდენტის შემდეგ ალანია სასწრაფოდ შვებულებაში გავიდა-აცხადებს “თაიმერის” წაყარო.

banner
წინა სტატიაშირატომ დაიბარა ნატა ფერაძე ნარმანიამ
შემდეგი სტატიაანა წითლიძე ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს [Video]